09:20 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 14:02:33, 1283 ნახვა

პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს

სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში საქმიანობას,  დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

როგორც უგრეხელიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დანაწევრება სრულიად გაუგებარია .

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ძალიან გამიძნელდა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება. ჩემთვის გულსატკენია, რომ საერთო იდეოლოგიის, მიზნებისა და ამოცანების მიუხედავად, მაინც დადგა განცალკევების საკითხი. ვინაიდან ერთი რომელიმე მხარის არჩევა ამ პირობებში ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას, რისთვისაც მე პირადად არანაირი საფუძველი არ გამაჩნია, არ ვერთიანდები არცერთ ფრაქციაში და ვრჩები თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის წევრები და ყოფილი თანაგუნდელები ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics