07:12 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 18:37:49, 1343 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ხუციშვილი: ვის ექნება ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები, ამას ალბათ მომდევნო კვირაში განვიხილავთ

ვის დარჩება ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები- შინაგან საქმეთამინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი,სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში იმსჯელებს.

ხუციშვილის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართა:

„აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობოებმაც ზოგადად ვიმსჯელეთ, თუ რა ფორმატით ვიმუშავებთ. კონკრეტული იდეა, თუ ვის ექნება ეს გასაღები, იქნება ეს დამოუკიდებელი, თუ როგორ იქნება, ამას ალბათ განვიხილავთ მომდევნო კვირაში, როცა მოდელები იქნება წარმოდგენილი. რაც მთავარია, ყველა მხრიდან სამუშაო ფორმატი არის ძალიან კონსტრუქციული, იმედი მაქვს, ჩვენ ამ ფორმატში შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა და დასძინა, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავებულია.

„თუმცა ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება“, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება დაბალანსებული იყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics