10:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 12:39:13, 1184 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ შეხვედრას გამართავს

ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პარლამენტში პირველ შეხვედრას გამართავს.

 ჯგუფი 32 წევრისგან დაკომპლექტდა და მასში წარმოდგენილი არიან  სხვადასხვა სტრუქტურები, კერძოდ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, უზენაესი სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება.

არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული მოდელის მიხედვით, ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები სპეციალურად შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ეკუთვნოდეს. მათივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ.  გასაღები უსაფრთხოების სამსახურში დარჩება, კონსტიტუცია დაცული ვერ იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics