|
2017-01-01 13:27:55, 1607 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წლი მიულოცა - მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ჩემო მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! როდესაც მოდის ახალი წელი, ყველას გვაქვს ჩვენი ოცნება, ჩვენი მიზანი, მისწრაფებები, მაგრამ ყოველთვის არის ერთი რამ, რაც ყველას გვაერთიანებს -ეს არის ჩვენი სურვილი, რომ ახალმა წელმამოიტანოს სიხარული და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გვინდა ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს, გამთლიანდეს, გახდეს ეკონომიკურად უფრო ძლიერი, ჭეშმარიტად ევროპულიდემოკრატიის ქვეყანა. გასული წელი დატვირთული იყო მოვლენებით - იყო ბევრი მიღწევა და გამარჯვებები, მაგრამ ასევე იყო სირთულეები, გამოწვევები. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის სწორიგანვითარების საფუძველი უკვე ჩაყრილია. ძალიან ბევრ სფეროში ბევრი სიკეთე მიღწეულია. გზა არჩეულია. დეტალური გეგმები დასახულია. ახლა, საჭიროა ერთად კონკრეტული ნაბიჯებისგადადგმა. ცხადია, ახალი წელი არ გვცვლის ჩვენ - ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ახალი წელი. ჩვენი ძალა ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთობაში და მოქმედებაშია. ამიტომ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ,როგორც ერთი ძლიერი ოჯახი. მეტად უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რადგან ერთმანეთზე უკეთესად, მართლაც, ვერავინ გაგვიგებს! ერთად უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ, რომ ჩვენსგასაკეთებელს სხვა მაინც ვერავინ გააკეთებს. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ერთად გაკეთებული კარგი საქმით და მიღწეული შედეგებით. მე გპირდებით, რომ 2017 წელი, მართლაც, იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენს ხალხს აქვს განსაკუთრებული თვისება გამოიყენოს თითოეული ასეთიშესაძლებლობა, რათა თავისივე ხელით, რეალობად აქციოს საკუთარი ოცნებები და მიზნები. ამ შესაძლებლობების გამოყენებით კი, ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო ძლიერები ჩვენი ქვეყნისსასიკეთოდ, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისათვის და მოხუცებისათვის, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისათვის, ჩვენი ძალიან საამაყოჯარისკაცებისთვის. ჩვენ ერთად შევძლებთ, რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და მეტი წელგამართული ოჯახიგვყავდეს. მე ზუსტად ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ვიტყვით - „ჩვენ ეს ერთად შევძელით" და ერთმანეთისთვის წარმატების უამრავი ისტორია გვექნება მოსაყოლი. დიახ, ახალი წელი არ გვცვლის ჩვენ - ჩვენ ერთად შევძლებთ შევქმნათ განვითარების, შედეგების, განსაკუთრებული წარმატებების ახალი წელი. გილოცავთ 2017 წლის დადგომას. უფალი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და მთელ საქართველოს! საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)