|
2016-12-22 12:41:30, 1337 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო: სააფთიაქო ნარკომანია საბოლოოდ იქნება დაძლეული
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე აფთიაქების ხელმძღვანელების დაკავების საკითხს გამოეხმაურა. მან საგამოძიებო სამსახურს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. სერგეენკოს შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯით სააფთიაქო ნარკომანია საბოლოოდ იქნება დაძლეული: „ბოლო პერიოდში, აფთიაქები, რომლებიც უკანონოდ ვაჭრობდნენ და ავრცელებდნენ, მათ შორის არასრულწლოვნებზე ფსიქოტროპულ წამლებს რეცეპტის გარეშე, კანონის დარღვევით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული შედეგიანი, ეფექტური ოპერაციის შედეგად, დაკავებულია 53 ასეთი აფთიაქის ხელმძღვანელი, მათგან 26 -ზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, გამოიკვეთა გარკვეული თაღლითური სქემა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო გარკვეული პერიოდულობით ატარებდა მონიტორინგს, დარღვევის შემთხვევაში უწერდა მათ ჯარიმას, ეს ადამიანები არ იხდიდნენ ამ ჯარიმას იგივე მისამარტზე , იგივე ქონებას არეგისტრირებდნენ უკვე თავისი ნდობით აღჭურვილ ადამიანებზე, როგორც სხვა შპს-ზე და აგრძელებდნენ ამ საქმიანობას, შედეგი იყო ის, რომ სააფთიაქო ნარკომანიის ეს სეგმენტი, ინტრავენული ფორმა საბედნიეროდ დიდი ხნის წინ მოგვარებულია, ტაბლეტირებული ფორმა გახდა ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ახალგაზრდებისათვის და ეს აფთიაქები სწორედ ამითი იყვნენ დაკავებულები. გარდა ამისა, მათი არაკეთილსინდისიერი და თაღლითური სქემების გამო, სახელწმიფოს მიადგა ზარალი 4 მილიონ 639 ათასი ლარის ოდენობით. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება, პროცესი დასრულებული არ არის, მიუხედავად ამ ციფრებისა, ეს გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო სამსახურს ეფექტური საქმიანობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ეს მართლაც საქვეყნო რისკი იყო და ვფიქრობ, ამ გადადგმული ნაბიჯებით ეს მრისხანე სეგმენტი, სააფთიაქო ნარკომანია საბოლოოდ იქნება დაძლეული”,-აღნიშნა სერგეენკომ. შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დაკავებულია ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი, ხოლო ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მათ ბრალი თვალთმაქცური გარიგების გზით, სახელმწიფოს წინაშე არსებული დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდება ედებათ.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)