|
2016-12-20 17:19:21, 1238 ნახვა
პოლიტიკა
ილდირიმი: მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ჩვენს ძვირფას ძმას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს
მოხარული ვარ, რომ თურქეთში ვმასპინძლობთ ჩვენს ძვირფას ძმას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამასთან, თურქეთის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის ელჩის მკვლელობას გამოეხმაურა და ელჩის ოჯახის წევრებსა და რუს ხალხს მიუსამძიმრა. „მინდა, აღვნიშნო, რომ 15 ივლისის მუხანათური გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 19 ივლისს ჩემი ძვირფასი კოლეგა გვეწვია თურქეთში. მომხდარის მიუხედავად, მან არ შეცვალა პროგრამა, ჩამოვიდა თურქეთში, რითაც ჩვენი ქვეყნისა და მთავრობისადმი ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა და მინდა, მას ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. დღეს ბატონი პრემიერი ჩვენს ქვეყანაში იმყოფება, რათა დაესწროს "ევრაზიის გვირაბის" გახსნას. ეს არის დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს ორ კონტინენტს და გადის ზღვის ქვეშ, 106 მეტრის სიღრმეზე. ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და შეხვედრისას განვიხილეთ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთგაგება მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. თურქეთი განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას, ნატო-ში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მომავალშიც ასე განაგრძობს. გვჯერა, რომ არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა თურქეთის პრემიერმა. როგორც ილდირიმმა აღნიშნა, 2007 წლიდან, თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. "ჩვენ სამომავლოდ ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ. ჩვენი სურვილია, ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო განმტკიცდეს, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებზე არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრის გზით. საქართველო და თურქეთი საინვესტიციო სფეროშიც თანამშრომლობენ. ჩემი ტრანსპორტის მინისტრობისას დაიწყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელსაც თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ის უკვე დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, 2017 წლის პირველ მეოთხედში ეს პროექტი დასრულდება და ჩვენ შევძლებთ, სატრანსპორტო დერეფნის გაზრდას და ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთში ვიზიტისთვის. „კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან დღეს“, - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)