00:05 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 15:34:18, 1263 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი პაულო ჯენტილონის იტალიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პაოლო ჯენტილონის იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისალოც წერილში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა იტალიელ კოლეგას გაუგზავნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონის თბილისში ვიზიტს იხსენებს, რომელსაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

„დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, ნათლად გამოჩნდა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიის მიმართ და ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ვანიჭებთ. ჩვენ დიდად ვაფასებთ იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე თქვენს მნიშვნელოვან დახმარებას ჩვენი შიდა რეფორმების განხორციელებაში და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში",- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ დიდად აფასებს პაოლო ჯენტილონის პირად წვლილს, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში.

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას შეიძენს და გაჩნდება ბიძგი, რომელიც გამორჩეულად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის. მჯერა, თქვენი ლიდერობით, ახალი მთავრობა წარმატებით მიაღწევს იტალიის მიზნებს", - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics