|
2016-12-14 19:43:31, 1084 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია „ოცნებას“: ამ ბიუჯეტის მხარდაჭერით თქვენ ხდებით პასუხისმგებლები იმ ადამიანების წინაშე, რომელთა მდგომარეობა დღეს მძიმეა
მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ბიუჯეტის მხარდაჭერით თქვენ ხდებით პასუხისმგებლები იმ ადამიანების წინაშე, რომელთა მდგომარეობა დღეს არის მძიმე და კიდე უფრო დამძიმდება მსგავსი ბიუჯეტის მიღების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ შანსი, რომ ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროთ და დასვათ ის კითხვები რაც მართლა დასასმელია და უბრალოდ ხელი არ აწიოთ და შეასრულოთ გუნდური დავალება, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობას. "4 წლის განმავლობაში გაურბოდით პასუხისმგებლობას ლართან დაკავშირებით კითხვებზე და ზოგადად ყველა საჭირბოროტო საკითხზე, სამწუხაროდ დღეს რომ ვხედვდე უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებოდეთ ამ საკითხს არანიარი სურვილი არ მექნებოდა თქვენი განცხადებების შეხსენების. 2015 წელს ბიძინა ივანიშვილი ამბობს : ლართან დაკავშირებით არის ყველაფერი კარგად, ეს არის მოგონილი ტემა, არანაირ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება კარგის გარდა. 2016 წლის სექტემბერში ფინანსთა მინისტრი გვარწმუნებდა, რომ მე ვარ დარწმუნებული, ჩვენი ვალუტის კურსი იქნება სტაბილური, მათშორის არჩევნების შემდეგ. გეტყვით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს რის გამოც ლარი არის დღეს ასეთ მდგომარეობაში, მოხვედით თუარა ხელისუფლებაში დაიწყეთ ლანძღვა ჩვენი ქვეყნის და ყველა საერთაშორისო რეიტინგების უარყოფა, რომ ეს იყო ყველაფერი ტყუილი და ამით ხელი შეუშალეთ ინვესტორებს შემოსულიყო ფული, მიიღეთ საკანონმდებლო გადაწყვეტილებები რომლითაც შეზღუდეთ სავიზო გადაწყვეტილება, მიწის გაყიდვის გადაწყვეტილება, გააჩერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, დაიწყეთ დღესაც აგრძელებთ არათანაბარ ხარჯვას ბიუჯეტის, ეს არის მიზეზები ბატონებო და არა რეგიონალური პრობლემები", - აღნიშნა ხოშტარიამ.
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)