23:28 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 13:18:52, 1082 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: ხელისუფლებას გაუჭირდება შეაჩეროს ფასების მატება გაზზე და ელექტოენერგიაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ლარი ასე კატასტროფულად უფასურდება, ხელისუფლებას გაუჭირდება შეაჩეროს გაზზე, ელექტოენერგიაზე და ა.შ. ფასების მატება.

„ჩვენ ამ დღეებში ვხედავთ, რომ ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში შედის. მთავრობა ძალიან ზედაპირულად უყურებს იმ მოვლენებს, რომელიც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება და მათი განცხადებები საგანგაშოა.

ის, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ ქვეყანაში ფასების ზრდა იქნება, ამას ყველა აღიარებს, მაგრამ არის მეორე საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან  აბსოლუტურად გულუბრყვილოდაა აღქმული. ისინი ხალხს პირდებიან, რომ არ გაიზრდება ის ტარიფები, რომელიც სახელმწიფოს მიერ რეგულირდება. ესაა წყალი, გაზი, მეტროპოლიტენი და ა.შ. ამას ასაბუთებენ იმით, რომ მარეგულირებელში შეატანილი განცხადებით ტარიფის ცვლილება არ იგეგმება. მაგრამ მაშინ ლარის კურსი სხვა იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ტარიფების დეგრადაცია მოხდება. ისინი მუშაობოენ თვითღირებულების ზღვარზე.

მაინტერესებს რა პასუხს იძლევიან შესაბამისი სამინისტროები, როგორ შაჩერებენ ფასების ზრდას ლარის ასეთი გაუფასურების პირობებში“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics