22:30 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 19:54:16, 1395 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: გასაკვირია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღოს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში

მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მაშინ როდესაც კომისიის ფორმატში მსჯელობის ცენტრი უნდა იყოს პარლამენტში, როგორც მინიმუმ, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღოს ამ კომისიის საქმიანობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალება ჰქონდა ორი წარმომადგენლით მიეღო მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

​"პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშუალება ჰქონდა, ორი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს ამ კომისიის მუშაობაში, ემსჯელათ სხვადასხვა საკითხებზე და დაეცვათ საქართველოს კონსტიტუცია”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics