21:30 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 11:47:24, 1490 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას 15 დეკემბერს უყრის კენჭს

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას 15 დეკემბერს უყრიან კენჭს, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, 15 დეკემბერს კენჭისყრა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ამასთან, 14 დეკმებერს პლენარულ სხდომაზე, დეპუტატები "შეჩერების მექანიზმზე" ისმჯელებენ.

გარდა ამისა, მომავალ კვირას სავარაუდოდ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რის შემდეგაც ცნობილი უნდა გახდეს, თუ როდის გაიტანენ აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე.

ცნობისთვის, ე.წ შეჩერების მექანიზმის განხილვა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც LIBE-ს კომიტეტმა საკითხის რეგულაცია დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის 37 წევრმა დაუჭირა მხარი, 9 წევრი წინააღმდეგი იყო, ხოლო 2-მა წევრმა კენჭისრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი 7 დეკემბერს შეათანხმეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics