|
2016-12-07 23:21:41, 1045 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ და პროაქტიური ნაბიჯები გადავდგათ
რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ და პროაქტიური ნაბიჯები გადავდგათ, რადგან მის აგრესიას სხვანაირად ვერ შევაჩერებთ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა. მისი თქმით, გაერო-ში უკრაინის დელეგაციის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დაყენებული ინიციატივა მათი დიპლომატიის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს დაანახა, რომ მძიმე ტვირთის მიუხედავად, რუსეთის მიმართ კონსტრუქციული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. „ჩვენ ჩვენი უმთავრესი საკითხის, ტერიტორიული მთლიანობის დათმობას ვერ ავიტანთ. რუსეთთან კეთილმეზობლური, მაგრამ თანაბარუფლებიანი და ამავე დროს, პრინციპული ურთიერთობები გვინდა. ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ეს ყველას დაანახა და მიკვირს, როცა ოპონენტები საწინააღმდეგოს ამბობენ. ყვირილი საქმეს არ შველის. საქმეს პრინციპული, კონსტრუქციული, თანმიმდევრული და კეთილგონიერი მიდგომა შველის. სხვანაირად, წარსულში რა შედეგიც მივიღეთ, კარგად გვახსოვს“, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა. მისივე განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ის, რაც ცენტრალური მაგისტრალიდან სულ რაღაც კილომეტრნახევრის ფარგლებში ხდება, დიდი საფრთხეა. „რა თქმა უნდა, რისკის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ რა ვქნათ?! ჯერ ერთი, რისკის გარეშე შამპანური არ ისმება და მეორე მხრივ, ჩვენ მღელვარე რეგიონში ვართ, რაც მარტო საქართველოს არ ეხება. რა თქმა უნდა, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ სტაბილური, ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული და თავდაცვისუნარიანი საქართველო რეგიონის და მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოების გარანტია. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამ საქმეში მარტო არ ვართ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა დოლიძემ. მან აქვე აღნიშნა, რომ "რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ვახორციელებთ და თუ ვინმე ამაზე უკეთეს რეცეპტს მოგვცემს და გვეტყვის, რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმის პარალელურად, რასაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ვაკეთებთ და, რასაც საერთაშირისო თანამეგობრობის მობილიზაციისთვის და ჩვენი ქვეყნის მიმართ მათი მყარი მხარდაჭერისთვის ვაკეთებთ, მადლობელი დავრჩები". „დელეგაციებთან ყოველდღიური მუშაობა და ყოველწუთიერი კავშირია საჭირო და ჩვენი დიპლომატები ყველა დონეზე ასობით შეხვედრას მართავენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ და პროაქტიური ნაბიჯები გადავდგათ, რადგან მის აგრესიას სხვანაირად ვერ შევაჩერებთ. რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ვახორციელებთ და თუ ვინმე ამაზე უკეთეს რეცეპტს მოგვცემს და გვეტყვის, რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმის პარალელურად, რასაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ვაკეთებთ და, რასაც საერთაშირისო თანამეგობრობის მობილიზაციისთვის და ჩვენი ქვეყნის მიმართ მათი მყარი მხარდაჭერისთვის ვაკეთებთ, მადლობელი დავრჩები“, - განაცხადა დოლიძემ.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)