|
2016-12-07 15:21:35, 1119 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის პრეზიდენტს ტაბარე ვასკესის შეხვდა
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის პრეზიდენტს ტაბარე ვასკესის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში გიორგი მარგველაშვილმა ურუგვაის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო საქართველოს იკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. გიორგი მარგველაშვილმა ასევე მადლიერება გამოხატა ურუგვაის მიმართ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციიის მხარდაჭერისათვის, რომლითაც გაეროს წევრი ქვეყნები აღიარებენ საქართველოში ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას და აღნიშნა, რომ ურუგვაის ამ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებში მსგავსი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით, მათ შორის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროებში. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამიოთქვა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესის სფეროებში ურთიერთობების გააქტიურებას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ეს იყო საქართველოს და ურუგვაის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა. ,,შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ ლიდერები გასაუბრებოდნენ ერთმანეთს. ურუგვაის პოზიცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კონტექსტში. განიხილეს ძალიან კონკრეტული საკითხები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას და ასევე, რეგიონულ თანამშრომლობას'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)