2016-11-30 14:08:27, 901 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილს, გახარიას, კალაძესა და რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
კვირიკაშვილის, გახარიასა და კალაძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სამთავრობო თანამდებობებია.
რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მან პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კენჭისყრა პარლამენტში დღეს შედგა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა უწევთ გუგული მაღრაძეს, დავით მათიკაშვილსა და გიორგი ხატიძეს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი - გიორგი ღვინიაშვილს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან