2016-11-28 20:07:06, 850 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა
მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერმა ხელი მოაწერა ბრძანებებს, რომელთა მიხედვითაც, საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ ჯანელიძის მოადგილეებად დაინიშნენ დავით ჯალაღანია, დავით დონდუა, ზვიად გონაძე, ხათუნა თოთლაძე, ვახტანგ მახარობლიშვილი, დავით ზალკალიანი.
ამასთან, მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია დანარჩენი მინისტრების მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ბრძანებები მოადგილეების დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებული არ არის.
ცნობისთვის, მოადგილეების დანიშვნის პროცესი 29 ნოემბერს უნდა დასრულდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან