2016-11-28 13:54:00, 813 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა შეაჩერა
საქართველოს პარლამენტმა წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა შეაჩერა.
გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო.
„უნდა არსებობდეს ერთიანი სისტემური მიდგომა და არ უნდა მოხდეს საკითხის ფრაგმენტული განხილვა. ასეთივე მიდგომა უნდა იყოს საარჩევნო კოდექსში შესაძლო ცვლილებებზეც. საარჩევნო საკითხზე მომუშავე ჯგუფმა უნდა განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება”, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიამ უნდა იმუშაოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან