|
2016-11-28 09:53:03, 681 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით განიხილეს საკითხი რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც დაგმო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონის ხელმოწერის ფაქტი და აღნიშნა, რომ რუსეთის ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიმართულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ. „ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი მოქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. საქართველოს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და უზრუნველყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა. ამასთან, მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას,სათანადოდ შეაფასოს რუსეთის აგრესიული ქმედებები და ქმედითი ზომები მიიღოს უსაფრთხოების ვითარების შემდგომი დამძიმების თვიდან ასაცილებლად. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას მიუერთდა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, ისლანდია, უკრაინა და მოლდოვა. ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირისათვის ხსენებულ „შეთანხმებას", ისევე სხვამსგავს დოკუმენტებს, იურიდიული ძალა არ გააჩნია. აღნიშნული ე.წ. შეთანხმებები არღვევენ საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და ეწინააღმდეგებიან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ. აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას და არ ცნობს მის იურიდიულ ძალას. აშშ-ს პოზიცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში ცნობილია: ეს რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილს და აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები, უარყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. კანადის მუდმივმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ხსენებული ე.წ შეთანხმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მათ შორის,საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)