|
2016-11-26 22:30:54, 1182 ნახვა
პოლიტიკა
მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. მინისტთა კაბინეტს მხარი 110 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 19 პარლამენტის წევრმა მისცა. მთავრობის მეთაური კვლავ გიორგი კვირიკაშვილია, ხოლო ვიცე-პრემიერები - დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე. ახალ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე. ცვლილება განხორციელდა ფინანსთა სამინისტროში, სადაც ნოდარ ხადური დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა. მანამდე ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. გარდა ამისა, გაუქმდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომლის ფუნქციებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო შეითავსებს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასე გამოიყურება: პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ გიორგაძე; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია; ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი; ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი; სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ვიქტორ დოლიძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი. შეგახსენებთ, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს შედგა. მას შემდეგ, რაც ახლადარჩეულ პარლამენტის წევრებს უფლებამოსილება მიენიჭათ, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა. იმავე დღეს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა. ამის შემდეგ, 22 ნოემბერს, კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა სამი დღის განმავლობაში მიმიდნარეობდა.
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)