|
2016-11-24 14:12:53, 759 ნახვა
პოლიტიკა
მღებრიშვილი ბოკერიას: კრიმინალი გაზრდილი არ არის, ზეპირად საუბარი, ბოდიშს გიხდით და ჭორაობას გავს
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კრიმინალის გაზრდაზე კითხვა ახალი არ არის და ჭორაობას გავს, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვას. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი არ არის. "გაზრდილ კრიმინალზე კითხვის დასმა ახალი არ არის, იქნებ დაგვიკონკრეტოთ და ციფრები მოიყვანოთ, მე მზად ვარ ნებისმიერი ციფრები წარმოგიდგინოთ, იმის თაობაზე რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი არ არის. ზეპირად საუბარი... ბოდიშს გიხდით და ჭორაობას გავს... დავიღალეთ, კითხვა იყო თუ ბრალდებები, ვეღარ ვარკვევ მე, თავის მართლებას არ ვაპირებ, პირდაპირ გეუბნებით, საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის, ამის ციფრებს მე თქვენ წარმოგიდგენთ. თუ თქვენ მეტყვით რა ნაწილშია კრიმინალი გაზრდილი, რა სახის კრიმინალია გაზრდილი და ა.შ. რაც შეეხება სტატისტიკას კვარტალში ერთხელ საქსტატს მიეწოდება და თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეს სტატისტიკა, თუ გაინტერესებთ. ეს საჯაროა და არავინ ამას არ დაგიმალავთ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ამასთან, გიგა ბოკერიას კითხვას თუ რატომ არ იძებნება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული ინტერპოლის მიერ შს მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. "რაც შეეხება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას. დადგენილია პირები, მიცემული არიან პასუხისგებაში. ერთ-ერთი მათგანი არის დაკავებული, კიდევ ერთზე გამოცხადებულია ძებნა. მას არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა, შესაბამისად მიმდინარეობს პროცედურები და უახლოეს პერიოდში მასზე ინტერპოლსაც მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია", - განაცხადა მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)