|
2016-11-22 23:42:51, 792 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია: დამოუკიდებლობის პერიოდში, მედიასთან ბრძოლა არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია
არც ერთ ხელისუფლებას ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში არ გასვლია მედიასთან ასეთი დამოკიდებულება და ზუსტად ასე დასრულდება რუსთავი2-ის საქმეც, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელენე ხოშტარიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ "ეს ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება ხელისუფლებისთვის". ელენე ხოშტარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ ყველა ინსტანციას, რაზეც ქვეყნის დემოკრატია დგას, კონტროლს ივანიშვილი ამყარებს. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ანგრევს ყველა იმ მექანიზმს, რომელზეც დგას დემოკრატია. „4 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გაექცა საზოგადოების წინაშე ყოველგვარ პასუხისმგებლობას და რომელსაც გააჩნია განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი და ახლა უკვე პოლიტიკური რესურსიც, მიზანმიმართულად ანგრევს ყველა იმ მექანიზმს, რომელზეც დგას დემოკრატია. ყველა კონტროლის მექანიზმი იმისთვის, რომ ძალა არ იყოს კონსოლიდირებული ერთ ხელში და არსებობდა ბალანსი, ყველაფერს ანგრევს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)