|
2016-11-22 23:03:57, 829 ნახვა
პოლიტიკა
ინგა გრიგოლია: იგეგმება მედიაწმენდა
იგეგმება მედიაწმენდა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საკადრო გადაადგილებები ერთი ტელეკომპანიიდან მეორე ტელეკომპანიაში კადრების გადაყვანა ე.წ. სამთავრობო მედიასაშუალებებში მოხდება. "რუსთავი 2"-ის ეთერში გრიგოლიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომა უცნაური მოვლენაა, რადგან, გიორგი ბარათაშვილმა სასამართლოში 2-ჯერ მოიგო დავა, რომ ყოფილიყო საზმაუს გენერალური დირექტორი. "უცებ გაირკვა, რომ ადამიანი, რომელმაც სასამართლოთი დაიბრუნა თავისი თანამდებობა, უცებ იღვიძებს და ვადაზე 2 წლით ადრე ტოვებს თანამდებობას. იმიტომ წავიდა, რომ მას უთხრეს, რომ უნდა წასულიყო," - განაცხადა გრიგოლია. გრიგოლია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი "ცირკს ჰგავს". გრიგოლიამ აქვე დასძინა, რომ თუ პროცესები არასწორად წარიმართება, ეს ვითარება ქვეყანაზე ცუდ გავლენას მოახდენს. "რუსთავი2 იმით არის გამორჩეული სხვა არხებიდან, რომ დღეს ყველაზე რეიტინგული არხია. ამის აღიარება უჭირთ ჩემს კოლეგებს. მნიშვნელოვანია, არსებობდეს ასეთი კრიტიკული ტელევიზია, თუნდაც რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ იყოს მიკერძოებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ერთ ხმაზე იმღერებს. იქნება სტუმრების სია და ამბები ერთნაირი. ხვალ რომ ვიღაცას დახმარებას მოუხსნიან, ვიღაც სკოლაში შვილს ვერ წაიყვანს, სივრცე აღარ დარჩება, რომ ეს გაშუქდეს," - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)