2016-10-07 09:43:03, 929 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა შს მინისტრს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს, რათა მშვიდობიანი და თავისუფალი არჩევნები უზრუნველყოფილი იყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მშვიდობიანი და თავისუფალი არჩევნები უზრუნველყოფილი იყოს:
“ მინდა მოვუწოდო ასევე შს მინისტრს, ბატონო გიორგი, თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნების გარემო. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან