|
2016-10-04 11:32:35, 1461 ნახვა
სამართალი
წალკის რაიონში 34 წლის მამაკაცი მოკლეს
წალკის რაიონში, სოფელ ტბეთში 34 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს პრეს-სამსახურმა აცნობა, მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზ. ხ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ წალკის რაიონის სოფელ ტბეთში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ მ. პ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. უწყების ცნობით, კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა გ.ხ.-ს ძმა - ზ.ხ., რომელმაც მკვლელობამდე მ.პ.-ს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა. სამართლდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)