|
2016-09-29 10:30:19, 1290 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ანაკლიის პორტის საკითხზე იმსჯელებენ
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ანაკლიის პორტის საკითხზე იმსჯელებენ. პრემიერის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაო უკვე დასრულებულია და მთავრობის მიერ დამტკიციების შემთხვევაში, ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. კვირიკაშვილის თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, წლის ბოლომდე სამუშაოების დაწყება შესაძლებელი იქნება: "ანაკლიის პორტს რაც შეეხება, ეს არის საკითხი, რომელზეც 2 წელია მიდის მუშაობა. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ჩართულია ყველა უწყება უწყებათაშორის კომისიაში და ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაო დავასრულეთ, რაც ნიშნავს, რომ დღეს მთავრობაზე გამოაქვს ეკონომიკის სამინისტროს ეს საკითხი და მთავრობის დამტკიციების შემთხვევაში, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და წელს შესაძლებელი იქნება წლის ბოლომდე უშუალოდ სამუშაოების დაწყება. რაც გულისხმობს რომ 3 წელიწადში შესაძლებელი იქნება პირველი კომპონენტის დასრულება. პირველი კომპონენტის მიხდვით ქვეყნის გამტარუნარიანობა კონტეინერების ნაწილში ორმაგდება. 3 წელიწადში პორტი დაიწყებს ფუნქციონირებას და ათასობით ადამიანს დაასაქმებს. ინვესტორის მხრიდან ჩადებულია ვალდებულებები, რომ მან გააკეთოს მოსამზადებელი ტრენინგცენტრი, ადგილობრივი მოსახლეობის მოსამზადებლად, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში, ასევე იქნება ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტი, სპორტული მოედნები, ანუ მთელი ინფრასტრუტურის შექმნაა გათვალისწინებული კერძო ინვესტორის მხრიდან და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი, რომელიც გახლავთ სივრცითი მოწყობის პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მთლიანად შეცვლის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ეკონომიკურ ლანდშაპტს საქართველოში. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ პროექტზე მარტო საქართველოში, 586 მილიონი დოლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)