|
2026-11-17 10:47:07, 235 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით დათვლილი წლიური ინფლაცია საქართველოში 5.7%-ის ფარგლებში ფიქსირდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით, 2026 წლის ოქტომბერში ინფლაციამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.9-პროცენტიან ინფლაციაზე. რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 2.7%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 4.9%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -0.4%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 10.2%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 1.1%; ჯანმრთელობა – 8.2%; ტრანსპორტი – 21.5%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – -2.6%; დასვენება, სპორტი და კულტურა – 5.9%; განათლება – -9.2%; რესტორნები და ღამისთევის მომსახურება – 6.0%; დაზღვევა და საფინანსო მომსახურება – 4.8%; პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 9.7%. საქსტატმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წლიდან დაიწყო. HICP მოიცავს ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულ ყველა სამომხმარებლო ხარჯს, მათ შორის უცხოელი ვიზიტორებისა და ტურისტების დანახარჯებსაც (შიდა კონცეფცია). ეროვნული ინდექსი კი მხოლოდ ადგილობრივი რეზიდენტი შინამეურნეობების ხარჯებს ეფუძნება.
დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარის სანაცვლოდ, ქილერის მოძიება დაავალა
ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით დათვლილი წლიური ინფლაცია საქართველოში 5.7%-ის ფარგლებში ფიქსირდება
პაპუაშვილი – ბათუმის პროცესი მართლაც იქცა ქართულ ნიურნბერგის პროცესად
ბრაზილიური სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro-ს სრული ასორტიმენტი უკვე ოფიციალურად PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



