|
2016-09-28 11:36:11, 1308 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ახლადგახსნილი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო
დუშეთის რაიონის სოფელ ჟინვალში, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „იბერია ფრუთსი“ ამოქმედდა. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენისა (REAP) და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს და ხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 230 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 92 000 აშშ დოლარი გრანტია, 85 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 30 000 აშშ დოლარი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დახმარება, ხოლო დანარჩენი კომპანიის მფლობელთა ფინანსური თანამონაწილეობაა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში იქმნება ახალი საწარმოები და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილები, რაც სრულად ეხმიანება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც რეგიონების, სოფლების და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომპანია „იბერია ფრუთსი“ ბიო ველური ვაშლის, ბიო ასკილის, ბიო ქაცვის და ბიო მოცვის, საკვები ჩირების და სამკურნალო მცენარეების გადამუშავების საწარმოო პროცესს უზრუნველყოფს. საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 114 ტონა საკვების და ხილის ჩაისთვის განკუთვნილი ნარევის წარმოებას გეგმავს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. კომპანია ნედლეულს მიიღებს შემგროვებლებისგან, რომლებიც დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის ადგილობრივი მოსახლეობაა. შემგროვებლები ნედლეულს ჩააბარებენ ადგილობრივ შემგროვებელ პუნქტებში, საიდანაც კომპანია უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას საწარმოში. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 150 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიან აგროპროექტს ახორციელებს. პროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებით ბიძგს აძლევს. (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)