17:57 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 18:18:19, 1431 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსთავში სენდვიჩპანელების ახლადაშენებული საწარმო დაათვალიერა

შპს „ჯი-არ-სიმ“ სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის შედეგად, გაფართოება და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა შეძლო. დღეს აღნიშნული წარმოება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. 

რუსთავში მდებარე საწარმოში დათბუნებული გადახურვის მასალები, კედლის პანელები და   სენდვიჩპანელები მზადდება. ამჟამად დასაქმებულია 60 ადამიანი. კომპანია წარმოებული პროდუქციით ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, თუმცა ახლო მომავალში  პროდუქციის 15%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. 

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია „ჯი-არ-სი“ სამთავრობო პროგრამის ერთერთი პირველი ბენეფიციარია. „შედეგი, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდოდა, მიღწეულია. შექმნილია ახალი სამუშაო ადგილები. მზადდება პროდუქცია, რომელიც იმპორტს ანაცვლებს და მასზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე ძალიან დიდია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

შპს „ჯი-არ-სი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4,800,00 ლარს შეადგენს.

კომპანია „ჯი-არ-სიმ“ პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დაათვალიერეს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics