|
2016-09-23 11:30:37, 1255 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა
თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ღონისძიება ლონდონში ამ წუთებში მიმადინარეობს. ღონისძიებას თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებიან. „ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადასვლა ჩვენი ბანკისთვის ნიშნავს განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობას, ინვესტორთა ბაზის გაფართოებას და აქციების ლიკვიდურობის ზრდის პერსპექტივას, ხოლო ადგილობრივი ბაზრისათვის კიდევ უფრო სტაბილური, უმაღლესი სტანდარტებით მართული ბანკის სერვისების მიღებას,"- აღნიშნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ. თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება. ამ ორი წლის განმავლობაში ბანკმა აჩვენა კორპორაციული მართვის საუკეთესო შედეგები და დაადასტურა, რომ არის უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც იმსახურებს ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს სეგმენტში გადასვლას. ამიერიდან თიბისი ბანკის აქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ივესტორთა წრისათვის. ეს დიდი შესაძლებლობაა თიბისი ბანკისთვის რადგან, სულ მსოფლიოს მასშტაბით ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგემენტში მხოლოდ 12 ბანკია წარმოდგენილი, მათ შორის ისეთი უმსხვილესი ბანკები როგორებიცაა, Barclays, Lloyds, HSBC. პრემიუმ ლისტინგში მოხვედრილი კომპანიები ყველაზე მკაცრი სტანდარტებით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანია პასუხობს და მომავალშიც უპასუხებს გამჭვირვალეობისა და კორპორაციული მართვის უმკაცრეს მოთხოვნებს. შესაბამისად, თიბისი ბანკისთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო აწიოს თავისი საქმიანობის სტანდარტი და გაუზიაროს მომხმარებლებს მომსახურების მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა. „ქვეყნის მასშტაბით, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ყოფნა ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და ასევე შექმნის საჭირო წინაპირობას საქართველოში მოქმედი ბიზნესების საერთაშორისო ასპარეზზე შესაღწევად," - აცხადებს თიბისი ბანკის დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. უახლოეს მომავალში თიბისი ბანკი გეგმავს, გახდეს FTSE-250-ში შესვლის კანდიდატი, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება აქციებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად ეს იმოქმედებს აქციების ლიკვიდურობაზე. თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში თიბისი ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა.
(R)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)