|
2016-09-20 15:21:40, 1113 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში თხილის სექტორის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული თხილის ხარისხის გაზრდის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. დამსწრე საზოგადოებამ თხილის სექტორის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოისმინა. აღნიშნული პროგრამა USAID-ის მიერ დაფინანსებული თხილის სექტორის განვითარების პროგრამის მიერ მომზადდა. პროგრამას CNFA-საქართველო თხილის სექტორში მოღვაწე შესაბამის ასოციაციებთან და ბიზნესოპერატორებთან ერთად ახორციელებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქართული თხილის ხარისხის გაზრდისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, რაც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის სამინისტროს, დონორების, ინვესტორებისა და ასოციაციების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „თხილის სექტორის ხელშეწყობა კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს. სახელმწიფო ყველა მიმართულებით ძალიან ინტენსიურად მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ფერმერებს ცოდნის გაღრმავებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. შექმნილია სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამსახური, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს, თუმცა, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე თხილის მოსავლის აღების შემდგომი პროცესების მართვის, თხილის საშრობებისა და შესანახი ინფრასტრუქტურის საკითხები განიხილეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID, FAO) წარმომადგენლები და თხილის სექტორში მომუშავე ბიზნესოპერატორები ესწრებოდნენ.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)