16:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 22:27:01, 746 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტრადიციული რეწვის პავილიონი დაათვალიერა

დღეს ევროპის მოედანზე ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სპეციალურ პავილიონში წარმოდგენილი გამოფენა მთავრობის თავმჯდომარემ ოჯახთან ერთად დაათვალიერა. გამოფენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან ტრადიციული რეწვის ნიმუშები თანამედროვე ბაზრის შესაბამისად იყო წარმოდგენილი და ასეთი პროდუქციის შექმნაში აჭარაში მცხოვრებ ტრადიციული რეწვის ოსტატებს სპეციალურად მოწვეული ექსპერტები დაეხმარნენ.

გამოფენა-გაყიდვა წელს პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით „სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების პროექტის" ფარგლებში განხორციელდა. პროექტში ამ ეტაპზე ტრადიციული რეწვის 20-ზე მეტი ოსტატი იყო ჩართული აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

სექტემბრის თვეში აღნიშნული პროდუქცია უკვე ქალაქ თბილისში გამოიფინება. რეწვის ოსტატებს უკვე ჩაუტარდათ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების 5 ტრენინგი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების 4 დარგობრივი ვორკშოპი (სხვადასხვა მიმართულებით: კერძოდ, ხის მხატვრული დამუშავება, წნული, ქსოვა, ქარგვა, სამკაულების დამზადება და სხვა)

აღნიშნულ ტრენინგებსა და ვორკშოპებზე დაყრდნობით ტრადიციული რეწვის პროდუქციის განახლებული ხაზი (დიზაინი, ფუნქციური ჯგუფები) შეიქმნა. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია".

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics