|
2016-08-22 15:19:33, 760 ნახვა
საზოგადოება
სოფელ იორმუღალოში ფსტის ბაღები გაშენდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში ირანელმა ბიზნესმენებმა ფსტას (ლათ. Pistacia) ბაღები გააშენეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ორი კომპანიის „TR Georgia Project 2“ და „Aric Group”-ის ახლადგაშენებული ბაღები დაათვალიერა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ირანელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. მათ გაშენებული აქვთ ვენახი, თხილის ბაღები და სხვადასხვა სახის ხილი. განსაკუთრებული ყურადღება კი, ფსტას ეთმობა, რადგან საქართველოსთვის ის ახალი კულტურაა, შესაბამისად მისი წარმოების განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კომპანიის წარმომადგენლებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად დაეხმარებიან ფერმერებს და გაუზიარებენ ცოდნას, რათა ფსტის ხარისხიანი მოსავალი მოვიდეს და მეურნეობა წარმატებით განვითარდეს. „ძალიან საინტერესო წამოწყება საქართველოში ისეთი კულტურების გაშენება, რომელიც ახალია და არ არის ადაპტირებული ჩვენი ქვეყნის გარემო პირობებთან, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ფსტა - კაკლოვანი კულტურა ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი სურვილია, რომ მისი ადაპტაცია საქართველოში პროფესიონალურ დონეზე მოხდეს, რათა მიღებული შედეგიც უფრო ეფექტიანი იყოს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ახლო მომავალში, კომპანიები „TR Georgia Project 2“ და „Aric Group” მეურნეობის ტერიტორიაზე თხილის და ფსტის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას გეგმავენ. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება და ექსპორტზეც გავა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 2020 წლისთვის სრულად დასრულდება მიწების კულტივირება, რის შემდეგ დაიწყება ტურიზმის მიმართულებით განვითარება. დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი ვილების აშენება, ყველა საჭირო ატრიბუტიკით და გასართობი საშუალებებით. ეს იქნება ძალიან ლამაზი მწვანე სოფელი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, - აღნიშნა კომპანია “ARIC GROUP”-ის დირექტორმა, აფზალ რავარიმ. (NS)
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)