|
2016-08-18 14:24:10, 750 ნახვა
საზოგადოება
მერიის გამწვანების სამსახური: შესაძლოა, ყაზბეგის გამზირზე საღი ხეები მოიჭრა
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა, ყაზბეგის გამზირზე ჯანსაღი ხეებია მოჭრილი. სულხანიშვილის განცხადებით, მერიის გადაწყვეტილებით დოკუმენტები შესასწვალად პროკურატურას გადაეგზავნება და ამის შემდეგ იქნება კონკრეტული პასუხი თუ რატომ მოხდა საღი ხეების მოჭრა. „ყაზბეგის გამზირზე კომპანია თავის კერძო ნაკვეთზე გარკვეული სახის სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიამ ჩვენთან, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, განცხადება შემოიტანა. ჩვენ კანონის შესაბამისად ვთხოვეთ, რომ უფლებამოსილი ორგანოდან შესაბამისი დასკვნა უნდა მოეტანათ თუ რომელი ხე შეიძლებოდა მოჭრილიყო. მათ კომპანია „ფეროსეტის“ მიერ გაცემული დასკვნა წარმოადგინეს და ამის საფუძველზე 45 ხე არ არის საღი და ისინი შეიძლება მოიჭრას. შესაბამისად, ჩვენ გავეცით ნებართვა გამხმარი ეების მოჭრაზე. რეალურად, როდესაც ადგილზე მივედით იკვეთება, რომ იქ საღი ხეებიცაა მოჭრილი. მერიამ გადაწყვიტა, რომ დოკუმენტები შესასწვლად პროკურატურას გადაეგზავნოს. მოკვლევის შემდეგ კონკრეტული პასუხი გვექნება. მერიის მხრიდან ნებართვა კანონიერად არის გაცემული“, - აცხადებს სულხანიშვილი. მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებლის ნატა ფერაძის განცხადებით კი საღი ხეების მოჭრა ნინო სულხანიშვილს ბრალია და სწორედ მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული იმ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფმა“ ყაზბეგის გამზირზე 45 ხე მოჭრა. „შესაძლოა, მერიის დასკვნა კანონიერი იყოს და ქვეკონტრაქტორმა გასცა დასკვნა, რომ ეს ხეები ავარიულია. ეს მიუთითებს, რომ კანონი არასწორია მერია პასუხს არ აგებს რანაირი ქვეკონტრაქტორი ყავს და დასკვნაში რა წერია. როდესაც 60-ზე მეტი ხის მოჭრის უფლებას გასცემ, ექსპერტიზის ხარისხს არ აკონტროლებენ, ეს სერიოზული დარღვევაა. გარდა ამისა, ხეების მოჭრის შემდეგ, მერიის მხრიდან, ჯერაც არ არის ექსპერტის პასუხი და პროკურატურაში მასალები არ გაუგზავნიათ. მას სინჯებიც არ აუღიათ და ინვესტორს შეუძლია, დღესვე გაიტანოს ეს ხეები. ჩვენ უკვე გავგზავნეთ პროკურატურაში მოთხოვნა, რომ ამაზე გამოძიება მოხდეს. მერიას სურს, ინვესტორს შეაწმინდოს ხელი და ეს მერიის დანაშაულებრივი ქმედებაა. ხეების მოჭრის თაობაზე გაცემულ ნებართვაზე ნინო სულხანიშვილმა მოაწერა ხელი და მას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ახლა ნინო სულხანიშვილი გაერკვეს თუ რამ გმოაოიწვია ჯანსაღი ხეების მოჭრა. გარდა ამისა, არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვაც კი ა აქვს გაცემული და იბადება კითხვა - რატომ იჭრება საერთოდ ხეები თუ ასეთი ნებართვა არ არსებობს“, - აცხადებს ნატა ფერაძე, რომელიც ამ დრომდე აგრძელებს შიმშილობას.
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)