|
2016-08-18 13:31:14, 753 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია თურქ კოლეგას შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი ფარუკ ჩელიკი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში, ხელმოწერილ იქნა „ანკარის განცხადება“, რომლიც თანამშრომლობის კუთხით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ყველა საკითხი, რაც ქვეყნებისთვის ორმხრივად სასარგებლო და სასიკეთოა, დადებითად გადაწყდეს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლიც 1994 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. შეხხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი მცენარეთა წარმოებისა და სოფლის მეურნეობის მართვის სტრატეგიის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული აგროსასურსათო პროდუქციის თურქეთი რესპუბლიკაში ექსპორტის საკითხებს, მათ შორის, ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის, თაფლის, ჩაის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ხორციელდება ცხოველთა ვაქცინაციისა და მსხილფეხა და წვრილფეხა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამები. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და ტრაპზონისა და რიზეს ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობით, ქართულმა მხარემ თურქეთის გამოცდილება გაიზიარა. მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ბიზნესფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც აგრარული მიმართულების უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. (NS)
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)