|
2016-08-17 14:40:57, 862 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პსპ-ს ახალი ბრიტანული მოდელის კიდევ ერთი აფთიაქი გაიხსნა
თბილისში, ყაზბეგის გამზირის 24ა-ში, პსპ ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა. პსპ-ს ახალი ობიექტი სამი ნაწილისგან შედგება და აფთიაქის, სილამაზისა და ოჯახზე ზრუნვის კუთხეებს მოიცავს. ობიექტში ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა, ცალკეა ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის და დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. ფორმატის განახლებაზე ქართველებთან ერთად, ბრიტანელი დიზაინერები და ბრენდინგის სპეციალისტები მუშაობდნენ. აფთიაქის კონცეფცია ქართველ მომხმარებელზე გაითვალა. "PSP 22 წელია, რაც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. ჩვენ ვართ ინოვაციური კომპანია, რისი დასტურიც არის დღევანდელი ახალი აფთიაქის, ახალი კონცეფციით გახსნა. ეს უფრო მეტია, ვიდრე აფთიაქი. მოხარული ვართ, რომ ამგვარი აფთიაქები მოხმარებლების დიდი მოწონებას იმსახურებენ", - აცხადებენ პსპ-ში. PSP სამივე ზონაში მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს. მედიკამენტზე ფასდაკლების დღეები კვლავ სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იქნება. „ჩემი ოჯახის ბარათის“ მფლობელები კი დამატებით 5%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. ასევე საუკეთესო ფასები იქნება ფრანგული და სხვა ევროპული კოსმეტიკის პროდუქტებსა და ბავშვთა მოვლის საშუალებებზე. (R)
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)