13:06 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 09:36:50, 1406 ნახვა

ეკონომიკა
,,სტარტაპ საქართველოს' მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის ტრენინგები იწყება

 საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს, 12.00 საათზე, ოქროყანაში, ტექნოპარკს ეწვევა, სადაც  ,,სტარტაპ საქართველოს'' მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის  ტრენინგები იწყება.  

მაღალკვალიფიციური 5 ტრენერი „სილიკონ ველიდან" ქართველ სტარტაპებს მოამზადებს იმისთვის, რომ მათ სრულყოფილად შეძლონ საკუთარი ბიზნესიდეისა და პრეზენტაციების წარდგენა უკვე 
ვენჩურული ინვესტორების წინაშე  - 24-დან 26 აგვისტოს ჩათვლით. 

სილიკონ ველის ექსპერტები ,,სტარტაპ საქართველოს'' ფინალისტებს დაეხმარებიან  პროექტების სტრუქტურის დახვეწაში, ასევე მოამზადებენ გუნდებს  ფიჩინგსა და პრეზენტაციებში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო" საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი. 
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც   ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics