10:44 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-17 10:34:57, 221 ნახვა

ეკონომიკა
ბრაზილიური სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro-ს სრული ასორტიმენტი უკვე ოფიციალურად PSP-შია

ბრაზილიური სილამაზის ცნობილი ბრენდი Sol de Janeiro სრული ასორტიმენტითა და ახალი კოლექციით უკვე PSP-ის აფთიაქებსა და ონლაინ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბრენდის საკულტო პროდუქტებთან ერთად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მთავარ სიახლეს - Intense Perfume Mist-ის კოლექციას, რომელიც ოთხ განსხვავებულ არომატს აერთიანებს და საყვარელ სურნელებს უფრო ინტენსიურ, 10 საათამდე მდგრად ეფექტს სძენს.

კოლექციაში წარმოდგენილია Cheirosa 62 Intense - ფისტის, ვანილისა და ქარვის თბილი ნოტებით; Cheirosa 59 Intense -თეთრი ორქიდეის, სანდალოზისა და ქარვის ნაზი კომპოზიციით; Cheirosa 91 Intense - ვარდის, ლიჩისა და ქარვის ყვავილოვანი არომატით და Cheirosa 74 Intense - ანანასის, ფორთოხლის ყვავილისა და ქარვის ტკბილი ნოტებით.

Sol de Janeiro ბრაზილიური ცხოვრების სტილით, მზის ენერგიითა და სხეულის სიყვარულის კულტურით შთაგონებული ბრენდია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი Brazilian Bum Bum Cream-ია, რომლის Cheirosa 62 არომატი მოხალული ფისტის, მარილიანი კარამელისა და ვანილის გამორჩეული კომბინაციით ბრენდის სავიზიტო ბარათად იქცა.

Intense Perfume Mist-ის ახალი ფორმატი კლასიკურ მისტებს არ ანაცვლებს, არამედ საყვარელი არომატების უფრო ინტენსიურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მომხმარებელს შეუძლია ორივე ფორმატი ცალ-ცალკე ან კომბინირებულად გამოიყენოს და საკუთარი განწყობის შესაბამისი სურნელი შექმნას.

Sol de Janeiro-ს ასორტიმენტი ყოველდღიური თავის მოვლის სრულ რიტუალს აერთიანებს, სხეულისა და თმის სურნელოვანი მისტები კი გამორჩეულს ხდის, რათა საყვარელი არომატი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცეს.

განსაკუთრებული ყურადღება ბრენდის სასაჩუქრე ნაკრებებს ეკუთვნის, რომლებიც მის საკულტო პროდუქტებსა და საყვარელ არომატებს ერთ კომპლექტში აერთიანებს. გამორჩეული შეფუთვითა და შერჩეული პროდუქტებით, Sol de Janeiro-ს სასაჩუქრე ნაკრებები განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს, საყვარელ ადამიანებს ბრაზილიური სითბო, სილამაზისა და თავის მოვლის პატარა დღესასწაული აჩუქოს.

„PSP საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდია, რომელიც 30 წელზე მეტია მომხმარებელს ჯანმრთელობის, სიჯანსაღისა და სილამაზის პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანია მსოფლიოს 100-ზე მეტი ცნობილი თავის მოვლისა და კოსმეტიკური ბრენდის ოფიციალური პარტნიორია და მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს მომხმარებლის ინტერესებისა და საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად.

ამჯერად მომხმარებელს სრულიად განსხვავებული, ბრაზილიური სილამაზის კულტურითა და გამორჩეული არომატებით შთაგონებული ბრენდის - Sol de Janeiro-ს აღმოჩენის შესაძლებლობას ვთავაზობთ. საკულტო პროდუქტებთან ერთად, PSP-ში წარმოდგენილი იქნება ბრენდის სიახლეებიც, რომლებიც სხეულისა და თმის მოვლის ყოველდღიურ რუტინას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის“,- აცხადებენ PSP-ში.

Sol de Janeiro-ს სრული ასორტიმენტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია PSP-ის აფთიაქებსა და ონლაინ მაღაზიაში მთელი საქართველოს მასშტაბით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ბათუმის პროცესი მართლაც იქცა ქართულ ნიურნბერგის პროცესად
ბრაზილიური სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro-ს სრული ასორტიმენტი უკვე ოფიციალურად PSP-შია
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინის დრონებმა ბაშკირეთში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეი ნავთობქიმიური კომპლექსი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics