22:11 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 13:13:04, 908 ნახვა

პოლიტიკა
კორნელი კაკაჩია: ანა დოლიძე დამოუკიდებელი პიროვნებაა და ხელისუფლებას ადვილად არ დაემორჩილებოდა

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კორნელი კაკაჩია „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მთავრობის მიერ ევროპულ სასამართლოში ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება.

როგორც კაკაჩია აცხადებს, ანა დოლიძისგან გასხვავებით, ხელისუფლება ევა გოცირიძესთან უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს.

„იმ დროს, როდესაც არჩევანი გაქვს ანა დოლიძესა და სხვა იურისტებს შორის და ამ დროს ნაკლებად ცნობილ პიროვნებას ირჩევ, რომელსაც არც გამოცდილება და არც კარგი იმიჯი არ აქვს, ეს საზოგადოებისთვის სიურპრიზია. ძირითადი პრობლემა იყო ის, რომ ანა დოლიძისგან განსხვავებით, ევა გოცირიძესთან ხელისუფლება უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ანა დოლიძე კი, საკმაოდ დამოუკიდებელი პიროვნებაა და ის მთავრობას ადვილად არ დაემორჩილებოდა“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

კორნელი კაკაჩია: სასამართლო, როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების „აქილევსის ქუსლად“ რჩება (ინტერვიუ)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics