|
2016-07-28 14:00:35, 834 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: რაც უფრო მეტი რუსი დეპუტატი ჩამოვა საქართველოში - მით უკეთესი
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე საქართველოში ორი რუსი დუმის დეპუტატის იგორ მოროზოვისა და ვლადიმერ სიმაგინის ვიზიტს ეხმხაურება. როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუსს" განუცხადა, მსგავსი ვიზიტები პატარა შანსს აჩენს, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. „რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტი დადებითი ფაქტია, ვინაიდან თუ ეს დიდი სიკეთეს არ მოგვიტანს, არც არაფერს გვავნებს. რაც მეტი რუსი გავლენიანი პიროვნება იქნება ჩვენდამი დადებითად განწყობილი, ეს დაგვეხმარება სამომავლოდ მიზერული შანსი მაინც დაგვრჩეს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რუსეთის ბაზარზე შესასვლელად და ა.შ. ზოგადად, დიდ მტერთან კონტაქტები ყოველთვის უნდა შეინარჩუნო. რასაკვირველია, ევრაზიის კავშირში შესვლა გადამეტებული იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მაგალითად, იაპონიას რუსეთმა ჩვენზე უარესი დღე დააყენა, მაგრამ ამ ორ ქვეყანას დღემდე აქვთ საქმიანი ურთიერთობა“, - აცხადებს ცინცაძე. ექსპერტმა NDI-ის კვლევებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ნატო-ში შესვლის მსურველთა რაოდენობა სამიტიდან სამიტამდე იკლებს. „NDI-ის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, სადაც ნატო-ში გაწევრიანებას მხარს 64% და ევროკავშირში შესვლას 72% უჭერს მხარს, აბსოლუტურად ლოგიკურია. მე მახსოვს, რომ ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 92%-იც კი ითხოვდა. თუმცა, ნატო-ში გაწევრიანების მსურველი ადამიანების რიცხვი სამიტიდან სამიტამდე იკლებს. ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს და ყოველ სამიტზე გვეუბნებიან, რომ კვლავ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. მაშინ, როდესაც საფრთხე არა მარტო ჩრდილოეთიდან გვემუქრება. მე ვგულისხმობ ისლამურ სამყაროს. კარგი იქნება თუ სხვა მხარესაც მოვტრიალებთ თავს“, - აცხადებს ცინცაძე.
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)