21:50 - 13 May, 2026
|
2016-07-26 09:39:06, 660 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: არჩილ გეგეშიძე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე რჩება
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არჩილ გეგეშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს. მინისტრის თქმით, ელჩმა თავის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები უკვე გააკეთა. "ჩვენ ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ელჩს მეტი წინდახედულობა მართებს, როდესაც ასეთი ტიპის კომუნიკაცია ხდება, თუმცა თემატურად ყველა საკითხი ამოწურულია", - განაცხადა ჯანელიძემ. ცნობისთვის, გეგეშიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები არიან მმართველ გუნდში, რაც პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)