18:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 16:42:32, 614 ნახვა

პოლიტიკა
დავით გალეგაშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს  შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

აღნიშნული სააგენტო 80-ზე მეტ ქვეყანაში პრიორიტეტული მიმართულებების ფინანსური მხარდაჭერის პროექტებს ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ აგრარული დარგის განვითრების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. დავით გალეგაშვილმა „შეღავათიანი აგროპროექტის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროექტების მიზანი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

საფრანგეთის განვითარების  სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებმა საქართველოში  აგარარულ დარგში მიზნობრივი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. 

სააგენტოს წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობითაც დაინტერესდნენ. ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აგრარული დარგის განვითარებისთვის სამეცნიერო საქმიანობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ფერმერთა ცოდნის ამაღლების საკითხებზე ისაუბრა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ოფიცერის, ანტონი ლარის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია პრიორიტეტული მოთხოვნებისა და საჭიროებების განსაზღვრა, რათა სწორად მოხდეს აგარარული დარგის განვითარების  მიზნით ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics