|
2016-05-27 16:51:03, 1140 ნახვა
საზოგადოება
ნუკრი ქანთარიას ჰომოფობიური განცხადება: ეს არის გადახრა, ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი უნდა დაზუსტდეს. დეპუტატის განცხადებით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა. ამასთან, მისივე თქმით, არსად და არც ერთ სფეროში, ერთი და იმავე სქესის მიმართ ლტოლვას თანაგრძნობა არ ჰქონდა. „არასდროს ყოფილა „რომეო და რომეო“, „ჯულიეტა და ჯულიეტა“, რატომ არ შეიძლებოდა მაშინ ასეთნაირად ყოფილიყო? „იზოლდა და იზოლდა“, „ტრისტანი და ტრისტანი“. ეს საკითხი მე-20 საუკუნის ბოლომდე და 21-ე საუკუნის დასაწყისამდე არ დამდგარა. შემდეგ, ეს ტენდენციები ხელოვნებაში წამოვიდა და დღეს თუ გადავხედავთ ევროპულ და ამერიკულ, თუნდაც კინემატოგრაფიას თუ მხატვრობას, იქ უკვე თითქმის შეუძლებელია ერთი შტრიხი მაინც არ იყოს ამდაგვარი. ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება „რომეო და რომეო“, „ჯულიეტა და ჯულიეტა“. მიუხედავად ამისა, ეს არ იწვევს თანაგრძნობას, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი, ეს არის გადახრა, ეს არის ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი, ეს არ არის ორგანული“, - განაცხადა ქანთარიამ. შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტში დეპუტატები ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)