|
2016-05-27 15:39:23, 704 ნახვა
საზოგადოება
რობი უილიამსის კონცერტის გამო, „დინამოს“ მიმდებარედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარედ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში იცვლება სტადიონის მიმდებარედ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. დიდუბიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტობუსები: N15, 20, 27, 33, 84 და 86 წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით (დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ). ხოლო, ცენტრალური უბნებიდან დიდუბისკენ მიმავალი მარშრუტები: N 20 და 33 თამარ მეფის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით. ამ შემთხვევაში, N15, 27, 84 და 86-ის მარშრუტებს ცვლილება არ შეეხება.ანალოგიური სქემით იმოძრავებენ მიკროავტობუსებიც",-აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)