|
2016-05-23 12:34:18, 620 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაანადგურა და ფუნდამენტალური დარტყმა მიაყენა მეცნიერებას
ჯობდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მეცნიერება არ გაენადგურებინა“, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახსნაზე ჟურნალისტის კითხვას - „ხომ არ დაგვიანდა ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად განახორციელოს ასეთი მასშტაბური პროექტები და ამიტომ, ამ პროცესში კერძო ბიზნესი ჩაერთვება. "ჯობდა „ნაციონალურ მოძრაობას" არ გაენადგურებინა მეცნიერება და ყურადღება მიექციათ თავის დროზე. საუბედუროდ დღევანდელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამის შესაძლებლობა ამიტომ კერძო დაფინანსებით მოხდება ამის ჩამოყალიბება, ვინაიდან ძალიან მძიმე იქნება ეს დღევანდელი ბიუჯეტისთვისაც. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაანადგურა და ფუნდამენტალური დარტყმა მიაყენა მეცნიერებას და დღეს მას მერე რაც ჩვენ მოვედით, ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას და ეს გაგრძელდება ახალი გუნდით და ახალი ძალებით. პოლიტიკოსები და მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის ღირსება დავიბრუნოთ, რაც ამ სფეროში გვქონდა“, - განაცხადა ივანიშვილმა. რაც შეეხება ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, ივანიშვილმა მას ”მეგაპროექტი” უწოდა და განაცხადა, რომ მისი გამოყენება რამდენიმე მიმართულების მეცნიერებას შეეძლება. "მოგეხსენებათ, საქართველოში დღევანდელი მეცნიერება ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ ბოლო ეტაპზე დამოუკიდებლობის შემდგომ, იმ რთულ პირობებში, როგორც საქართველო ვითარდებოდა, მეცნიერებამ ყველაზე მეტი დარტყმა განიცადა და ახლა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ ტრადიციები, რომ მეცნიერება ავაღორძინოთ. ამ ცენტრს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს, ჯანდაცვის სპეციალისტებს ასევე სხვა სპეციალისტებსაც ექნებათთ შესაძლებლობა უნიკალური საექსპერიმენტო ბაზაზე საფუძველი იმისა, რომ მეცნიერება კვლავ აღორძინდეს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოს მთავრობაა. პროექტს ფონდი “ქართუ”აფინანსებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)