00:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 22:33:15, 556 ნახვა

პოლიტიკა
სამართლიანი არჩევნები: საპატრულო პოლიციამ ვერ უზუნველყო კორცხელში სიტუაციის განმუხტვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ პოლიციამ შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების განმუხტვა ვერ შეძლო.

„ადგილზე საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, ხოლო დამატებითი ეკიპაჟები ინცინდენტის ადგილზე მხოლოდ მოგვიანებით მივიდა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უბნის მიმდენარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის მობილიზებული იყვნენ სპორტსმენებიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური დაპირისპირებისათვის სპორტსმენების ფიზიკური ძალის გამოყენების სახიფათო პრაქტიკა კვლავ გრძელდება.
„სამართლიანი არჩევნები“ გმობს აღნიშნულ ინცინდენტს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედება ეწინააღმდეგება დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს“,-ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანთან ვითარება დღის მანძილზე დაიძაბა. სპორტსმენები დაუპირისპირდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, რის შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics