|
2016-04-26 15:27:46, 683 ნახვა
საზოგადოება
"საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში არსებული უხარისხო ფოტოები აღარ იქნება
სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტო "საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტს განაგრძობს. კანონის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოქალაქეთა ფოტოსურათიანი მონაცემთა ბაზა მიეწოდება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში "საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტის დაწყებისთანავე, საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა 2500-ზე მეტი უსურათო და უხარისხო ჩანაწერი აღმოჩნდა. მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, ადამიანები, რომელთა ფოტოსურათებიც არ ინახებოდა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, გათავისუფლდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საჭირო ფოტოსურათის მისაღებად დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდისგან. "საარჩდვნო სიების სრულყოფის" პროექტის ფარგლებში, დაიგეგმა ამ მოქალაქეებთან საცხოვრებელ ადგილზე მისვლა, პირადობის მოწმობისთვის საჭირო განცხადების ჩაბარება და შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოს გადაღებაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, მოქალაქე ელგუჯა ჩიხლაძის საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ და ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ყველა საჭირო პროცედურის ადგილზე მიღებაში დახმარება გაუწიეს. ამავე პროექტის ფარგლებში, დღემდე სააგენტოს წარმომადგენლები 2203 მოქალაქის მისამართზე გამოცხადდნენ. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში აღდგენილია 1000-ზე მეტი მოქალაქის ფოტო, ხოლო 749 მოქალაქეს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე გაუწიეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად საჭირო დახმარება. "აქტივობის პირველ ეტაპზე, მონაცემთა ბაზების ანალიზის შედეგად, აღმოჩნდა, რომ საქართველოს 2500-ზე მეტ მოქალაქეს არ ჰქონდა მონაცემთა ბაზაში ფოტოსურათი, ან ეს ფოტოსურათი იყო უხარისხო. იმისათვის, რომ მოქალაქეებს არ შეზღუდოდათ საარჩევნო ხმის მიცემის უფლების რეალიზება, დაიგეგმა თითოეული ამ მოქალაქის მისამართზე მისვლა და ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის საჭირო განაცხადის მიღება და შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოს დამზადება. აქტივობის ამ ეტაპისთვის, 1000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის ფოტო აღდგენილია",-განაცხადა პროექტის "საარჩევნო სიების სრულყოფა" მენეჯერმა ხათუნა სვანიძემ. "საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტი 2016 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სააგენტომ პროექტი სწორედ იმისათვის შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს: მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით, პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას. "საქართველოს საარჩვნო კოდექსის" თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარევის სააგენტო ვალდებულია, ცესკო-ს მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, არჩევნებამდე, სულ მცირე, 11 დღით ადრე მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.
(R)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)