|
2016-04-20 13:46:20, 625 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვა შენარჩუნდება
"არ მოიაზრება, რომ რაიმე სახით დავუბრუნდეთ მიზნობრივ ჯანდაცვას. საყოველთაო ჯანდაცვა იქნება შენარჩუნებული",-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატებს სამინისტროს მიერ 2015 წლის შესრულებული სამუშაოსა და 2016 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას აცნობს. "როდესაც პრემიერმა აღნიშნა ძირითადი პარამეტრები საყოველთაო ჯანდაცვის და გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ეს პროგრამა უნდა ყოფილიყო უფრო მეტად ორიენტირებული მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. განვმარტავ, რა სტატუსი გავქვს ამასთან დაკავშირებით. არ მოიაზრება, რომ რაიმე სახით დავუბრუნდეთ მიზნობრივ ჯანდაცვას. საყოველთაო ჯანდაცვა იქნება შენარჩუნებული.ცვლილებები და დაზუსტებები ამასთან დაკავშირებით- უკვე არსებული მოდელი მოიაზრებს იმას, რომ უფრო მეტი ეფარება სახელმწიფოს მხრიდან იმას, ვისაც ეს მეტად სჭირდბეა. ვისაც მეტად სჭირდება სახელწმიფო უფრო მეტი მოცულობის პაკეტს უფინანსებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)