21:27 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 15:19:25, 565 ნახვა

საზოგადოება
გორკის N28-ში ახალი სკვერი მოეწყობა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გორკის N 28-ში  მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის კეთილმოწყობის პროექტი გააცნო. 

ზურაბ ჩიკვილაძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც  წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა.

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გამგეობის მიერ მომზადდა სკვერის მოწყობის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს გავაცანით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქალაქის გალამაზებასა და კეთილმოწყობაში.    “ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 

ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის, მაზნიაშვილის ქუჩაზე,  
ტოლსტოისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.   2016 წლისთვის დაგეგმილია  30 სკვერის რეაბილიტაცია და 4 ახალი სკვერის მოწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics