|
2016-04-19 09:31:59, 585 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში იმყოფება. მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და სტამბოლის მერმა კადირ ტოფბაშმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწერეს. ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა ორ ქვეყანასა და ორ ქალაქს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მემორანდუმი, სწორედ, ამ ურთიერთობების გაღრმავებას, ახალ ფაზაში გადასვლას გულისხმობს. "მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტული საკითხები ავიღეთ თანამშრომლობისთვის, ეს არის: საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება, ასევე, აღსანიშნავია კულტურის სფერო. რამდენიმე თვალსაზრისით სტამბოლის გამოცდილება ჩვენთვის საინტერესოა, მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით ქალაქის განახლების კუთხით, ამიტომ ამ სფეროებშიც ძალიან აქტიური იქნება თანამშრომლობა უახლოესი შემდგომი პერიოდის განმავლობაში და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ სტამბოლის მერმა გამოთქვა სურვილი ესტუმროს ჩვენს დედაქალაქს მიმდინარე წელს, ამიტომაც, უახლოეს პერიოდში ამ საკითხებზეც იქნება შეთანხმება, თუ როდის დაიგეგმება მისი ვიზიტი", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. დაძმობილების მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ადგილობრივი მმართველობის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, გამწვანების, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე, სპორტის სფეროებში. ხელს შეუწყობენ მდგრად და მშვიდობიან განვითარებასა და კულტურათაშორის დიალოგს. ქალაქები მხარს დაუჭერენ ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, როგორიცაა ვაჭრობის, ინვესტიციების, ფინანსების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ბაზრობების, გამოფენებისა და ფესტივალების მოწყობა. დახმარებას გაუწევენ ინვესტორებსა და მეწარმეებს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მემორანდუმის თანახმად, თბილისი და სტამბოლი ხელს შეუწყობენ ერთმანეთს საერთაშორისო ასპარეზზე და ითანამშრომლებენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. დაძმობილების მემორანდუმის ხელმოწერამდე, დავით ნარმანიას სტამბოლის მერმა, კადირ ტოფბაშმა დახურულ კარს მიღმა უმასპინძლა, სადაც მემორანდუმის ძირითადი მიმართულებები მხარეებმა პირისპირ განიხილეს და კონკრეტული აქტივობები დაგეგმეს, ასევე, ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დავით ნარმანიამ საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერიც გააკეთა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, დაძმობილების აღსანიშნავად, სტამბოლის მერია თბილისს საჩუქრად 5 ავტობუსს გადასცემს. მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, დავით ნარმანია მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად სტამბოლის მერის მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე იმყოფებოდა.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)