|
2016-04-15 17:13:24, 555 ნახვა
საზოგადოება
თამარ ხულორდავა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ერთად N5 დაწესებულებას ესტუმრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეძენილი სტომატოლოგიური, ექოსკოპიის, რენტგენის, სტერილიზაციისა და სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო აპარატურა დაათვალიერეს. თამარ ხულორდავამ მათ N5 დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები და მსჯავრდებულებისთვის დანერგილი სარეაბილიტაციო პროგრამები გააცნო, დაათვალიერეს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების, სასწავლო და თექაზე სამუშაო ოთახები, საკნები, სამზარეულო, ასევე, ბიბლიოთეკა და სილამაზის სალონი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა აქტიურად არის ჩართული საქართველოში მართლმსაჯულებისა და იუსტიციის სისტემების რეფორმების პროცესში, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი, სწორედ პენიტენციური სისტემის რეფორმირებაა. „დღეს ჩვენი სტუმრები დაწესებულების სამედიცინო პუნქტებით დაინტერესდნენ, რადგან შარშან სწორედ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის დახმარებით შევიძინეთ აპარატურა, რომლითაც N5 დაწესებულება უკვე აღჭურვილია და ეტაპობრივად აღიჭურვება სხვა პენიტენციური დაწესებულებებიც. ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმირების კუთხით, სისტემის მეტად დახვეწისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ანა ზეცის განცხადებით, ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში თანამშრომლები გადამზადნენ და დაწესებულება საჭირო სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა. „სასიამოვნოა, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურით, რაც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის შედეგია“, - აღნიშნა მან. ევროკავშირის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორკი კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოუწოდებს მუშაობა ამავე ტემპით გააგრძელოს. „მოხარული ვარ, რომ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა გვქონდა ქალთა პენიტენციური დაწესებულება დაგვეთვალიერებინა. აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის, ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ძალისხმევა და გატარებული რეფორმები პენიტენციური ჯანდაცვისა და მსჯავრდებულების/ბრლდებულების რეაბილიტაციის კუთხით“, - განაცხადა შტეფან შტორკმა. სამომავლოდ იგეგმება თანამშრომლობის ახალი ეტაპი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს აქტიური მონაწილეობით.
მაკრონმა ტრამპს უპასუხა: საფრანგეთი ყოველდღე არ დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს ვიღაცის უცნაური განცხადებების გამო
მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაახლოებით 130 მსოფლიო ლიდერი შეიკრიბება
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)