|
2016-04-15 14:16:35, 511 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მძღოლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-ცენტრი აშენდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „კარიერული პერსპექტივები საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრიაში“ გახსნა, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში დავით ხუციშვილმა კონფერენციის ჩატარების ადგილად თბილისის შეარჩევისთვის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირს (IRU) მადლობა გადაუხადა. ხუციშვილის განცხადებით, ტრანსპორტის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენი ამოცანაა ევროპულ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოვება, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და კომპანიებისთვის ბაზარზე თავისუფალი დაშვების მუდმივი ხელშეწყობა“, - განაცხადა დავით ხუციშვილმა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებისა და მათი შემდგომი გადამზადების საკითხებს. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრმა მოიპოვა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის აკრედიტაცია და დღეს გასცემს დიპლომს, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის წევრი და სხვა მოწინავე ქვეყნების მიერ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინსტრუქტორებმა წარმატებით გაიარეს 6 თვიანი აკრედიტაციის პროცედურა, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის წესდების შესაბამისად. შედეგად, ქართველი ინსტრუქტორების კვალიფიკაცია გაუტოლდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი სპეციალისტების კვალიფიკაციას, ხოლო მათ მიერ საქართველოში მომზადებულ ყველა სპეციალისტს საშუალება ექნება დასაქმდეს ევროკავშირის წევრ და სხვა მოწინავე ქვეყნებში. ამასთან, დავით ხუციშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოში აშენდება მძღოლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი მსხვილი ტრენინგ-ცენტრი, რომელმაც ამიერკავკასიაში რეგიონალური ტრენინგ-ცენტრის სტატუსი უნდა შეიძინოს. მისი თქმით, აღნიშნული ტრენინგ-ცენტრის აშენების შემდგომ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრი გაზრდის მოსამზადებელი სპეციალობების ჩამონათვალს (სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტვირთების დამაგრება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურად მართვა და სხვ.). კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენება გააკეთა IRU-ს აკადემიის ხელმძღვანელმა პატრიკ ფილიპმა. კონფერენცია საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU) დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 30 ქვეყნის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ბიზნესის 140-ზე მეტი წარმომადგენელმა მიიღო.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)